6 სახეობის ნაყინის შემოწმება
წინა წლებში ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, მომხმარებელთა საჩივრების საფუძველზე არაერთხელ მოვახდინეთ ბაზარზე არსებული ქართული წარმოების ნაყინების შემოწმება. წელსაც გადავწყვიტეთ იგივე შემწომება ჩაგვეტარებინა:
2015 წლის 22 ივლისს, მაღაზიებში "ფრესკოში", "გუდვილი საბურთალოზე" და "ნიკორა", შევიძინეთ ნაყინები:
1. "საოჯახო ვანილი პინგო" - 24.06.15 - 24.12.15;
2. "ვანილის პლომბირი პოპი" - 16.06.15 - 16.06.16;
3. "თოლია, საოჯახო ვანილის პლომბირი" - 17.07.15;
4. "ბარამბო ვანილის ნაყინი" - 15.06.15 - 15.06.16;
5. "პალომა ნაყინი კრემ-ბრულე" - 02.07.15-02.01.16.
ნაყინები სპეციალური მაცივარ-კონტეინერით ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.
ხოლო 23 ივლისს მაღაზია "ზღაპარში" შევიძინეთ - "პლომბირი გურჯაანის ნაყინი", გამოშვების ვადა 31.05.2015. ეს ნაყინიც მაცივარ-კონტეინერით მივიტანეთ იმავე ლაბორატორიაში ანალიზისათვის.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ნაყინები "ვანილის პლომბირი პოპი" , "თოლია, საოჯახო ვანილის პლომბირი" ,"ბარამბო ვანილის ნაყინი" ,"პალომა ნაყინი კრემ-ბრულე" მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია, ხოლო ნაყინები "საოჯახო ვანილი პინგო" და "პლომბირი გურჯაანის ნაყინი" აღმოჩნდა დაბინძურებული კოლიფორმებით.
მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ ქარხნულად დახუფულ პროდუქტში კოლიფორმების აღმოჩენა პროდუქტის წარმოების პროცესში ჰიგიენის დარღვევაზე მიუთითებს და მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის უშუალო საფრთხესთან დაკავშირებული არ არის.
გაიგზავნა წერილები შპს "აის"-თან, შპს "4ბროს"-თან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში (წერილი 1, წერილი 2).
2015 წლის 11 აგვისტოს მეწარმის წარმომადგენელმა კომენტარში "პინგოს" ალტერნატიული შემოწმების შედეგები მოგვაწოდა:
------------------------
ამ სტატიის პირველად, 2015 წლის 27 ივლისის ვარიანტში გამორჩენილი იყო მითითება იმის თაობაზე, რომ კოლიბაქტერიები ნაყინ "პინგოში" აღმოჩნდა (თუმცა სტატიაზე მიბმულ ლაბორატორიულ დასკვნაში ეს ჩანდა). 2015 წლის 31 ივლისს კომენტარში მომხმარებელმა "ირაკლიმ" ამ გარემოებაზე მიგვითითა. ჩვენ ბოდიში მოვიხადეთ და სტატია გავასწორეთ: დავამატეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოლიბაქტერიები ნაყინ "პინგოშიც" აღმოჩნდა. შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა იმ მედია-საშუალებას ("პალიტრას" გადაცემა "საქმეს"), რომელშიც ჩვენს მიერ ინფორმაცია არასწორად იყო გაშუქებული. ვინაიდან შესაბამისი გადაცემა სექტემბრამდე დახურული იყო, "პალიტრამ" გასწორებული ინფორმაცია თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
2015 წლის 27 აგვისტოს ელ-ფოსტით მივიღეთ წერილი, რომელშიც მომხმარებელი ითხოვდა განმარტებებს იმის თაობაზე, თუ რატომ შესწორდა სტატია მომხმარებლის მოთხოვნით და რა მოხდებოდა, ეს მოტხოვნა რომ არ ყოფილიყო:
ასეთი კითხვები სხვა მომხმარებლებსაც შეიძლება დაებადოთ. ამიტომ ჩვენს პასუხს აქ ვაქვეყნებთ:
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია