Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება

5 პროდუქტში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა!

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მოიხმაროთ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა (N. 5, 20, 30, 33, 34)! 

ლაბორატორიული შემოწმების ოქმები იხილეთ „ანალიზის შედეგში“ მოცემული ტექსტების ბმულების სახით.

ნომერი ფოტო პროდუქტის დასახელება მწარმოებელი ფირმა მწარმოებელი ქვეყანა შესყიდვის ადგილი ანალიზის შედეგი
1
სახის საცხი "Biodermin40+"
Pharma Cos ბელორუსია "სუფთა სახლი", ნუცუბიძის 183 პარაბენები ნორმის ფარგლებში
2  სახის საცხი "NIVEA" Beiserdof Manufacuring Poznan პოლონეთი "კარფური", ცინცაძის 12 პარაბენები და კონსერვანტები ნორმის ფარგლებში
3 სახისა და ყელის ლოსიონი "Equate Beauty" Distributed by:Wal-Mart Stores, Inc. - "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა პარაბენები ნორმის ფარგლებში
4 სახის საცხი "ჩისტაია ლინია",  LLC Univer Rus. რუსეთი

"სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

პარაბენები ნორმის ფარგლებში
5

ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“

პარტიის N. 28R700

ვარგისიანობის ვადა: 07/21 

L'Oreal Co გერმანია "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა დარღვევა - აკრძალული პარაბენები[CIT=ამავე დროს, ნიმუშზე მითითებულია, რომ საერთოდ არ შეიცავს პარაბენებს](*)[/CIT]
6 მათეთრებელი საცხი "QIANSOTO" GZ ZIDI Cosmetics Co. Ltd ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
7 სახისა და ტანის საცხი "Belle Jardin" Belle Jardin Cosmetics UI პოლონეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
8 სახის, ტანისა და ხელის საცხი "Fruit of the Wokali" Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
9 ოქროს კოლაგენის სახის რძე "DR. RASHEL" Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd. ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
10 სახისა და ტანის სკრაბი "Washami" Shantou City Oulaia Cosmetics Co. Ltd ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები არ აღმოჩნდა
11 თვალის საცხი "Perfect Gold" Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
12 თვალის საცხი "QIANSOTO" QIANSOTO ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
13 შამპუნი კერატინით "Washami" Shantou Jiali Biotechnology Co.Ltd ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები არ აღმოჩნდა
14 შამპუნი "Vatika" Naturelle LLC არაბეთის გაერთიანებული საემიროები "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა პარაბენები არ აღმოჩნდა
15 შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის "SVOBODA" Svoboda Co. რუსეთი "გუდვილი", ქავთარაძის 1 პარაბენები არ აღმოჩნდა
16 თმის კონდიციონერი "Sunsilk" Unliever San.veTic. Turk. A.S. Buyukkayack Mah. თურქეთი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 პარაბენები არ აღმოჩნდა
17 კონდინციონერი ნორმალური თმისთვის "Careline" CosmoPharm ისრაელი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 პარაბენები ნორმის ფარგლებში
18 შამპუნი მულტივიტამინი "Golrang" Pakshoo Industrial Group ირანი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 პარაბენები არ აღმოჩნდა
19 შამპუნი "დამაშნი დოქტორ" Pharmaceutical Factory “Elfa” უკრაინა შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 პარაბენები არ აღმოჩნდა
20

ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy"

გამოშვების თარიღი: 08.03.19

პარტიის N. 10:70

Quimi Romar S.L.U ესპანეთი შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 დარღვევა -აკრძალული პარაბენები
21 შამპუნი "CLEAR" Unilever Rus. Ltd  რუსეთი შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 პარაბენები არ აღმოჩნდა
22 შხაპის გელი "DEBA" Rubella Beauty AD  EU შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9 პარაბენები არ აღმოჩნდა
23 სახის საწმენდი რძე "MINDAL" Rosaimpex L.t.d ბულგარეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
24 თმის ბალზამ-კონდიციონერი "Belle Jardin" Belle Jardin Cosmetics UI EU შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 პარაბენები ნორმის ფარგლებში
25 შხაპის საცხი-გელი Clever Company რუსეთი "გუდვილი", ქავთარაძის 1 პარაბენები არ აღმოჩნდა
26 ტანის რძე "BECKON" Shantou Herbal-Hall Cosmetics Co.Ltd ჩინეთი "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა პარაბენები არ აღმოჩნდა
27 სახისა და დეკოლტეს ნიღაბი "ვიტექსი" Vitex Co. ბელორუსია "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა პარაბენები ნორმის ფარგლებში
28 სახის ნიღაბი ოქროს კოლაგენით "DR. RASHEL" Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd ჩინეთი "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა პარაბენები ნორმის ფარგლებში
29 თმის ნიღაბი, შვრიის "Fito Cosmetics" LLC Fitocosmetics რუსეთი "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა პარაბენები ნორმის ფარგლებში
30

თმის საღებავი "CLAIROL"

პარტიის N. 0267030300

Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati მექსიკა "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა დარღვევა - აკრძალული პარაბენები
31 შავი ხნა "Herbul" Government Recognised Export House ინდოეთი "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

კონსერვანტები ნორმის ფარგლებში

პარაბენები არ აღმოჩნდა

32 წამწამების ტუში "MAX FACTOR" Mascara   შპს "პალიტრა", ცაბაძის 8 ბარიუმი არ აღმოჩნდა
33

თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline

შტრიხკოდის N. 5902082520757

Bell Cosmetics EU

"სუფთა სახლი", ყაზბეგის 24ა


დარღვევა - აკრძალული პარაბენები
34

ფრჩხილის ლაქი "Olivia"

გამოშვების თარიღი: 14.05.2019

Orkide Cosmetics თურქეთი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9

დარღვევა - აკრძალული პარაბენები

ბარიუმი ნორმის ფარგლებში

35 ფრჩხილის ლაქი "Flomar" Kosan Kaz.San. ve Tic A.S.G.O.S.B თურქეთი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9

პარაბენები ნორმის ფარგლებში

ბარიუმი არ აღმოჩნდა

ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.   

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.  

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები[CIT=საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001-ს №307/ნ ბრძანება „პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებებისა და პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების, ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“](*)[/CIT] 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ჩვენი ინფორმაციით საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.  ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. 

ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს.

მოცემული კვლევით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას ამ პრობლემის შესახებ და მოვითხოვთ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად!  

კვლევის შედეგების თაობაზე გაიგზავნა წერილები მთავრობაში, პარლამენტში და შესაბამის მეწარმეებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა (შპს სუფთა სახლს ტუჩსაცხზე, შპს სუფთა სახლს სახის საცხზე, შპს ძმებს ფრჩხილის ლაქზე, შპს კოტეს შამპუნზე, შპს ნავნეს თმის საღებავზე; ასევე მწარმოებელ ფირმებს: L,Oreal-ს სახის საცხზე, Clairol-ს თმის საღებავზე, Quimi Romar-ს შამპუნზე, BELL-ს ტუჩსაცხზე და Orkide Cosmetics ოლივიას ფრჩხილის ლაქზე). 

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

-------------

2019 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს დაევალათ ჩვენს მიერ გაგზავნილი ინფორმაციის განხილვა.

24 სექტემბერს Amalfi-ს ბრენდის იმპორტიორმა ფირმამ „ჰისპანია“ თავისი ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. ნაცვლად იმისა, რომ ამ ფირმას ეცადა იმის გარკვევა, თუ რატომ აღმოჩნდა მის პროდუქტში პარაბენები, იგი ცდილობს ცილისწამებით გაიმართლოს თავი და აბსურდული არგუმენტებით თაღლითობაში გვადანაშაულებს.

კერძოდ, „ჰისპანია“ აქვეყნებს ჩვენი ლაბორატორიული კვლევის ოქმის ქართულ თარგმანს, მონიშნული აქვს რამდენიმე წინადადება (რომელთაგან ყველა სწორად არც არის ნათარგმნი) და ამტკიცებს თითქოს დასკვნაში წერია, რომ შემოწმებულ ნიმუშში წინასწარ, განზრახ იყო დამატებული მავნე ნივთიერებები.

ეს იმდენად აბსურდული ბრალდებაა, რომ სერიოზულ განხილვას არც კი იმსახურებს. თუმცა, საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს ეჭვი რომ არ დაებადოთ მაინც მოკლედ ვიტყვით. ლაბორატორია ამოწმებს მასთან მისულ ნიმუშებს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ისინი არის. შეუძლებელია ლაბორატორიამ განსაზღვროს განზრახ არის დამატებული ესა თუ ის ნივთიერება, თუ უნებლიედ და ვის მიერ.

გარდა ამისა, ის ფრაზა, რომელიც ლაბორატორიული ოქმის მეორე გვერდზე აქვს მონიშნული „ჰისპანიას“ („ჰისპანიის“ მიერ გამოქვეყნებული ოქმები იხილეთ ტექსტის ბოლოს), ყველა ჩვენს მიერ შემოწმებული პროდუქტის ოქმში წერია, სადაც პარაბენების შემცველობა იყო აღმოჩენილი (როგორც დაშვებული, ისე აკრძალული პარაბენებისა). ეს ფრაზა ევროკავშირის რეგულაციის ერთ-ერთ მოთხოვნაზე მიუთითებს.

„ჰისპანია“ ასევე აქვეყნებს ჩვენს მიერ შემოწმებული პარტიის ერთ-ერთი შამპუნის ლაბორატორიული შემოწმების შედეგებს, რომელიც ესპანეთში ჩატარდა და ამ ნიმუშში პარაბენები არ აღმოჩნდა. ეს მაინც არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშში პარაბენები არ იყო, ვინაიდან ეს შამპუნები ქარხნულად დალუქული არ იყიდება. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას თავად „ჰისპანიისა“ და მაღაზიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შესაძლოა დისტრიბუციის, ან სავაჭრო ობიექტში განთავსების დროს შამპუნში სხვა სითხის შერევა მომხდარიყო.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმედს ვიტოვებთ, რომ „ჰისპანია“ ეცდება სიმართლის გარკვევას და შესაბამის ზომებს მიიღებს თავისი პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი ასეთი ზომა შეიძლება იყოს ქარხნულად დალუქული ნიმუშების გაყიდვა, რაც იმის რისკს გამორიცხავს, რომ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეეძლოს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გააყალბოს პროდუქცია.

ჩვენ მომავალშიც შევამოწმებთ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ პროდუქციას, მათ შორის, Amalfi-ს ბრენდისას და, როგორც ყოველთვის, გამოვაქვეყნებთ შედეგებს.

-------------

1 ოქტომბერს ფირმა „ჰისპანიამ“ კიდევ ერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგი გამოგვიგზავნა, რომელიც ამჯერად ლაბორატორია „ევროფინსში“ გაგზავნა მწარმოებელმა. ლაბორატორიული ოქმის მიხედვით, ნიმუშზე გამოშვების იგივე თარიღი იყო მითითებული, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ, თუმცა, პარაბენები არ აღმოჩნდა.

-------------

15 ოქტომბერს მივიღეთ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხი ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილზე. სამინისტრო აღიარებს ჩვენს მიერ დაყენებულ პრობლემას და გამოთქვამს მზადყოფნას პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მექანიზმის განსაზღვრასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობისათვის. 

იმედი გვაქვს ხელისუფლება თავად გამოიჩენს ინიციატივას არა მხოლოდ პარფიუმრიულ-კოსმეტიკური, არამედ ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დასანერგად კონსულტაციების დასაწყებად. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს მიღმა დარჩენილი პროდუქციის უსაფრთხოების შემოწმებას და მომავალი თვეების განმავლობაში დავუკავშირდებით ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.

-------

2020 წლის 21 იანვარს მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხი. ამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://momxmarebeli.ge/?menu=141&rec=8523 

 

 

 

 


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია