Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

დღევანდელ მომხმარებელს ხშირად სურსათის არა მხოლოდ გემო, არამედ სარგებლიანობაც აინტერესებს.

ზრდასრულმა ადამიანმა დღეში სურსათიდან დაახლოებით 2000 კკალ ენერგია უნდა მიიღოს. დაბალანსებული დიეტის შემთხვევაში ამ ენერგიას ადამიანი იღებს სურსათში შემავალი სხვადასხვა ტიპის ნივთიერებებისგან: ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, ორგანული მჟავების ან სპირტებისგან. ამ კომპონენტების საშუალო დღიური (სასურველი) მოხმარება შემდეგია:

კომპონენტი ინგლისურად რაოდენობა
ცხიმი Fat 70 გრამი
   მათ შორის ნაჯერი ცხიმები, არა უმეტეს Saturates 20 გრამი
ნახშირწყლები Carbohydrate 260 გრამი
  მათ შორის შაქრები, არა უმეტეს Sugars 90 გრამი
ცილა Protein 50 გრამი
მარილი, არა უმეტეს Salt 6 გრამი

როდესაც სურსათს მოიხმართ, წაიკითხეთ მათ ეტიკეტზე ამ კომპონენტების შემცველობა პროდუქტში და შეეცადეთ ცხრილში ჩამოთვლილ რეკომენდებულ დღიურ ნორმებში ჩაეტიოთ. ხშირად ეტიკეტზე პირდაპირ მითითებულია, პროდუქტის 100 გრამში ან ერთ ულუფაში შემავალი ცილა, ცხიმი თუ ნახშირწყალი დღიური ნორმის რა პროცენტს შეადგენს. მაგალითად ასე:

გარდა ამისა, ადამიანმა საჭმლიდან ვიტამინები და მინერალებიც უნდა მიიღოს. მათი დღიური დადგენილი ნორმები ასეთია:

ვიტამინის დასახელება ინგლისურად რაოდენობა მინერალის დასახელება ინგლისურად რაოდენობა
A ვიტამინი Vitamin A  800 მკგ კალიუმი Potassium  2000 მგ
D ვიტამინი Vitamin D  5 მკგ ქლორიდი Chloride  800 მგ
E ვიტამინი Vitamin E  12 მგ კალციუმი Calcium  800 მგ
K ვიტამინი Vitamin K  75 მკგ ფოსფორი Phosphorus  700 მგ
C ვიტამინი Vitamin C  80 მგ მაგნიუმი Magnesium  375 მგ
თიამინი Thiamin  1,1 მგ რკინა Iron  14 მგ
რიბოფლავინი Riboflavin  1,4 მგ ცინკი Zinc  10 მგ
ნიაცინი Niacin  16 მგ სპილენძი Copper  1 მგ
ვიტამინი B6 Vitamin B6  1,4 მგ მანგანუმი Manganese  2 მგ
ფოლიუმის მჟავა Folic acid  200 მკგ ფტორი Fluoride  3,5 მგ
ვიტამინი B12 Vitamin B12  2,5 მკგ სელენიუმი Selenium  55 მკგ
ბიოტინი Biotin  50 მკგ ქრომი Chromium  40 მკგ
პანტოტენის მჟავა Pantothenic acid  6 მგ მოლიბდენი Molybdenum  50 მკგ
      იოდი Iodine  150 მკგ

თუკი ეტიკეტზე ნახავთ, რომ მინერალები და ვიტამინები პროცენტებშია მითითებული, ეს პროცენტები ნიშნავს, თუ დღიური ნორმის რა ნაწილს შეიცავს ამ პროდუქტის 100 გრამი:

გარდა ამისა, სასარგებლოა ვიცოდეთ, რას ნიშნავს შემდეგი შინაარსის მითითებები ეტიკეტზე:

დაბალენერგეტიკული Low energy პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება არ აღემატება 40კკალ / 100 გრამზე მყარი სურსათისთვის ან 20კკალ / 100 მილილიტრზე თხევადი სურსათისთვის. შაქრის შემცვლელებისთვის, რომელიც იყიდება როგორც ცალკე პროდუქტი, 1 პორციის ენერგეტიკული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 4 კკალ.
ენერგიის გარეშე Energy-free პროდუქტი შეიცავს არა უმეტეს 4კკალ / 100 მილილიტრზე. შაქრის შემცვლელებისთვის, რომელიც იყიდება როგორც ცალკე პროდუქტი, 1 პორციის ენერგეტიკული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 0,4 კკალ.
ცხიმის დაბალი შემცველობა Low fat ცხიმის შემცველობა პროდუქტში არ აღემატება 3 გრამს / 100 გრამზე მყარი სურსათისთვის ან 1,5 გრამს / 100 მილილიტრზე თხევადი სურსათისთვის (1,8 გრამი/100 მილილიტრზე ნახევარ-ცხიმმოხდილი რძისთვის)
ცხიმის გარეშე Fat-free ცხიმის შემცველობა 100გრამ (100 მილილიტრ) პროდუქტში არ აღემატება 0,5 გრამს. განცხადება „X% ცხიმის გარეშე“ იკრძალება.
ნაჯერი ცხიმის დაბალი შემცველობა Low saturated fat ნაჯერი ცხიმებისა და ტრანს-ცხიმოვანი მჟავების ჯამური რაოდენობა პროდუქტში არ აღემატება 1,5 გრამს /100 გრამში მყარი პროდუქტებისთვის და 0,75 გრამს / 100 მილილიტრში თხევადი პროდუქტებისთვის და ორივე შემთხვევაში - ცხიმებისა და ტრანს-ცხიმოვანი მჟავების წილი პროდუქტის ენერგეტიკულ ღირებულებაში არ აღემატება 10%-ს.
ნაჯერი ცხიმების გარეშე Saturate fat-free ნაჯერი ცხიმებისა და ტრანს-ცხიმოვანი მჟავების ჯამური რაოდენობა პროდუქტში არ აღემატება 0,1 გრამს 100 გრამ (100 მილილიტრ) პროდუქტზე.
შაქრის დაბალი შემცველობა Low sugars პროდუქტი შეიცავს არა უმეტეს 5 გრამ შაქრებს 100 გრამზე - მყარი პროდუქტის შემთხვევაში, ან არა უმეტეს 2,5 გრამ შაქრებს პროდუქტის 100 მილილიტრზე - თხევადი პროდუქტის შემთხვევაში.
შაქრების გარეშე Sugar free პროდუქტის 100 გრამი (100 მილილიტრი) შეიცავს არა უმეტეს 0,5გ შაქრებს.
შაქრების დამატების გარეშე With no added sugars პროდუქტი არ შეიცავს არავითარ მონო- ან დისაქარიდს ან რაიმე დამატკბობელს. თუ სურსათი შაქრებს ბუნებრივად შეიცავს, მასზე უნდა იყოს მითითება „ბუნებრივად შეიცავს შაქრებს (Contains naturally occuring sugars)
მარილის/ნატრიუმის დაბალი შემცველობა Low sodium/salt პროდუქტის 100 გრამი (100 მილილიტრი) შეიცავს არა უმეტეს 0,12 გრამ ნატრიუმს (ან 0,3 გრამ სუფრის მარილს), ხოლო წყლების შემთხვევაში (გარდა ბუნებრივი მინერალური წყლებისა) - არა უმეტეს 2 მილიგრამ ნატიუმს 100 მილილიტრზე.
მარილის/ნატრიუმის ძალიან დაბალი შემცველობა Very low sodium/salt პროდუქტის 100 გრამი (100 მილილიტრი) შეიცავს არა უმეტეს 0,04 გრამ ნატრიუმს (ან 0,1 გრამ სუფრის მარილს). ნატურალურ მინერალურ წყლებზე და სხვა წყლებზე ამ განაცხადის გაკეთება არ დაიშვება.
ნატრიუმის გარეშე ან მარილის გარეშე Sodium free or Salt free პროდუქტის 100 გრამი შეიცავს არა უმეტეს 0,005 გრამ ნატრიუმს (ან 0,0125 გრამ სუფრის მარილს)
არ აქვს დამატებული მარილი No added sodium/salt პროდუქტს ან მის ინგრედიენტებს არ აქვს დამატებული არც ნატრიუმი და არც სუფრის მარილი და პროდუქტის 100 გრამი (100 მილილიტრი) შეიცავს არა უმეტეს 0,12 გ ნატრიუმს (ან 0,24 გრამ სუფრის მარილს).
ბოჭკოს წყარო Source of fibre პროდუქტი შეიცავს სულ ცოტა 3 გრამ ბოჭკოს ყოველ 100 გრამზე ან 1,5 გრამ ბოჭკოს ყოველ 100 კილოკალორიაზე.
ბოჭკოს მაღალი შემცველობა High fibre პროდუქტი შეიცავს სულ ცოტა 6 გრამ ბოჭკოს ყოველ 100 გრამზე ან 3 გრამ ბოჭკოს ყოველ 100 კილოკალორიაზე.
ცილის წყარო Source of protein ცილა უზრუნველყოფს პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების სულ ცოტა 12%-ს.
ცილის მაღალი შემცველობა High protein ცილა უზრუნველყოფს პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების სულ ცოტა 20%-ს.
[ვიტამინის/მინერალის] წყარო Source პროდუქტში მინერალი ან ვიტამინი წარმოდგენილია  ზემოთ მითითებული დღიური რეფერენტული ნორმის სულ ცოტა 15%-ის ოდენობით.
[ვიტამინის/მინერალის] მაღალი შემცველობა High პროდუქტში მინერალი ან ვიტამინი წარმოდგენილია  ზემოთ მითითებული დღიური რეფერენტული ნორმის სულ ცოტა 30%-ის ოდენობით.
შეიცავს [ნუტრიენტს/ნივთიერებას] Contains ვიტამინების/მინერალების შემთხვევაში ეს განაცხადი იგივეა, რაც „წყარო“. სხვა ნუტრიენტების/ნივთიერებების შემთხვევაში იგი სურსათში წარმოდგენილი უნდა იყოს იმ რაოდენობით (და იმ ფორმაში), რომელსაც კვებითი ან ფიზიოლოგიური თვალსაზრისით დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია.
გაზრდილი ოდენობით [ნუტრიენტის დასახელება] Increased პროდუქტი შეიცავს ნუტრიენტს სულ ცოტა 30% მეტი რაოდენობით, ვიდრე მსგავსი პროდუქტები და (ვიტამინებისა და მინერალებისთვის) სულ ცოტა დღიური ნორმის 15%-ის ოდენობით.
შემცირებული ოდენობით [ნუტრიენტის დასახელება] Reduced

პროდუქტი შეიცავს ნუტრიენტს სულ ცოტა 30% ნაკლები რაოდენობით, ვიდრე მსგავსი პროდუქტები.       გამონაკლისი:

  • მარილისთვის (ნატრიუმისთვის) დასაშვებია 25%-იანი შემცირება,
  • ვიტამინებისთვის/მინერალებისთვის დასაშვებია დღიური რეფერენტული ნორმის 10%-ით შემცირება.

დამატებით:

  • ნაჯერი ცხიმებისთვის - ნაჯერი ცხიმებისა და ტრანს-ცხიმების ჯამი პროდუქტში შემცირებულია 30%-ით მსგავს პროდუქტებთან შედარებით, და ტრანს-ცხიმების შემცველობა (წილი) პროდუქტში გაზრდილი არ არის.
  • შაქრისათვის - პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მსგავსი პროდუქტის ენერგეტიკულ ღირებულებას
  • ენერგიისთვის - მითითებული უნდა იყოს ის მახასიათებლები, რის ხარჯზეც არის მიღწეული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების შემცირება.
მჩატე Light/Lite ნიშნავს იგივეს რაც „შემცირებული ოდენობა“. განაცხადს თან უნდაახლდეს იმ მაჩვენებლების აღწერა, რის გამოც არის იგი „მჩატე“.
ნატურალურად/ბუნებრივად Naturally/Natural ამ ცხრილში აღწერილი თვისებები პროდუქტს/სურსათს ბუნებრივად გააჩნია/ახასიათებს
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყარო Source of Omega-3 fatty acids პროდუქტი შეიცავს სულ ცოტა 0,3 გ ალფა-ლინოლინის მჟავას (alpha-linolenic acid) ან 40 მგ ეიკოზაპენტაენის მჟავისა (eicosapentaenoic acid, EPA) და დოკოზაჰექსაენის მჟავის (docosahexaenoic acid, DHA) ჯამს ყოველ 100 გრამზე და ყოველ 100 კკალ-ზე.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა High Omega-3 fatty acids პროდუქტი შეიცავს სულ ცოტა 0,6 გ ალფა-ლინოლინის მჟავას (alpha-linolenic acid) ან 80 მგ ეიკოზაპენტაენის მჟავისა (eicosapentaenoic acid, EPA) და დოკოზაჰექსაენის მჟავის (docosahexaenoic acid, DHA) ჯამს ყოველ 100 გრამზე და ყოველ 100 კკალ-ზე.
მონო-უჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა High monounsaturated fat პროდუქტში არსებული ცხიმოვანი მჟავების სულ ცოტა 45% და პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების 20%-ზე მეტი მონო-უჯერი ცხიმებიდან მომდინარეობს
პოლი-უჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა High polyunsaturated fat პროდუქტში არსებული ცხიმოვანი მჟავების სულ ცოტა 45% და პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების 20%-ზე მეტი პოლი-უჯერი ცხიმებიდან მომდინარეობს.
უჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა High unsaturated fat პროდუქტში არსებული ცხიმოვანი მჟავების სულ ცოტა 70% და პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების 20%ზე მეტი უჯერი ცხიმებიდან მომდინარეობს.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.

ჩვენი პუბლიკაციები ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობის თაობაზე იხილეთ ბმულებზე:

  1. სურსათის ძირითადი კანონი;
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში;
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.