Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

ევროკავშირში მკაცრად არის დადგენილი, თუ რა პროდუქტებზე შეიძლება რძისა და რძის პროდუქტების დასახელების გამოყენება. კერძოდ, სიტყვა „რძე“ გამოიყენება მხოლოდ ძუძუმწოვართა სარძევე ჯირკვლის გამონაყოფის აღსანიშნავად, რაიმეს დამატების ან მოშორების გარეშე. თუ ცხოველი მითითებული არ არის, იგულისხმება ძროხის რძე. თუ რძე სხვა ცხოველისგან არის მიღებული, მისი მითითება სავალდებულოა.

რძის პროდუქტი ნიშნავს პროდუქტს, რომელიც უშუალოდ რძისგან მიიღება, ამისთვის აუცილებელი ნივთიერებების დამატებით, ოღონდ ისე, რომ არც ერთი ეს ნივთიერება არ ჩაანაცვლებს/ არ არის გამიზნული რძის რომელიმე კომპონენტის ჩასანაცვლებლად. შემდეგი დასახელებები გამოიყენება მხოლოდ რძის პროდუქტების აღსანიშნავად: შრატი (whey), ნაღები (cream), კარაქი (butter), დო (buttermilk), ერბო (butteroil), კაზეინები (caseins), რძის ცხიმი უწყლო (anhydrous milkfat, AMF), ყველი (cheese), იოგურტი (yogurt), კეფირი (kephir), კუმისი (koumiss), ვიილი (viili), არაჟანი (smetana), ფილი (fil), რიაჟენკა (rjaženka) და სხვა დასახელებები, რომლითაც წევრ-ქვეყნებში რძის პროდუქტები აღნიშნება. სხვა პროდუქტებისთვის ამ დასახელებების გამოყენება იკრძალება. გამონაკლისია ისეთი ტრადიციული დასახელებები, რომელთა ზუსტი მნიშვნელობა და რძესა და რძის პროდუქტებთან კავშირის არარსებობა მომხმარებლისთვის აშკარაა. იგულისხმება ისეთი დასახელებები, როგორიცაა ქოქოსის რძე, ნუშის რძე, ჩიტის რძე და ა.შ.

სიტყვის „რძე“ და რძის პროდუქტების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენება დაიშვება სხვა შედგენილი პროდუქტების დასახელებაში, მაგრამ მხოლოდ შემდეგი პირობით:

თუ ეს პირობები დაცული არ არის, ანუ თუ პროდუქტში რძის შემადგენელი კომპონენტები რაიმე სხვა კომპონენტით ჩანაცვლებულია, სიტყვა „რძე“ ან რძის პროდუქტის დასახელება ეტიკეტზე შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ინგრედიენტების ჩამონათვალში.

აგრეთვე მკაცრადაა დადგენილი ე.წ. წასასმელი ცხიმების დასახელებები:

თუ პროდუქტი მხოლოდ რძის პროდუქტებისგან არის მიღებული და ცხიმებიდან მხოლოდ რძის ცხიმებს შეიცავს, მისი დასახელებაა:

თუ პროდუქტი შეიცავს ცხოველურ და მცენარეულ ცხიმებს, და ამ ცხიმებში რძის ცხიმის შემცველობა 10-დან 80%-მდე მერყეობს, იგი უნდა გაიყიდოს შემდეგი დასახელებებით:

თუ პროდუქტი შეიცავს ცხოველურ და მცენარეულ ცხიმებს, და მასში რძის ცხიმის შემცველობა არ აღემატება ცხიმების 3%, მისი დასახელება უნდა იყოს:

მარგარინებზე დაიშვება დასახელებაში გამოყენებული იყოს მითითება „მცენარეული“, თუ ცხიმებში ცხოველური ცხიმების შემცველობა არ აღემატება 2%-ს.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.

ჩვენი პუბლიკაციები ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობის თაობაზე იხილეთ ბმულებზე:

  1. სურსათის ძირითადი კანონი;
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში;
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.