Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი დვრიტის ფერმენტები. რძის ჩაკვეთის შედეგად მიღებული მასა იწურება, ზოგჯერ იპრესება, შრება, გადის მომწიფების ეტაპს, შედეგად კი მიიღება ყველი - ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო საკვები პროდუქტი.

ყველი მდიდარია ცილებით (10-30%), ცხიმებით (5-35%) და მინერალური ნივთიერებებით (2-2,5 %). განსაკუთრებით აღსანიშნავია კალციუმის შემცველობა: ამ მხრივ ყველი ლიდერია სასურსათო პროდუქტებს შორის. მაგალითად, თუ 100 გ ხაჭო 150 მგ კალციუმს შეიცავს, რძე - 120 მგ-ს, ყველში კალციუმის რაოდენობა 900-1000 მგ-ის ფარგლებშია. მოზრდილი ადამიანისათვის კალციუმის დღიური ნორმის დასაფარად საკმარისია 100 გ ყველის მიღება. გარდა ამისა, ყველი შეუცვლადი ამინომჟავების წყაროს წარმოადგენს. იგი ასევე შეიცავს ადამიანისთვის საჭირო ყველა ვიტამინს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. გარდა ამისა, ყველი საკმაოდ კარგად ინახება.

მსოფლიოში 2000-მდე სახეობის ყველი იწარმოება. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ყველის ოთხი სახეობა:

ყველის არჩევისას შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ:

უცხოური ყველის მოხმარებისას გაითვალისწინეთ, რომ ყველის ზოგიერთი ობიანი სახეობა შეიძლება შეიცავდეს ბაქტერია ლისტერიას, რომელიც ფეხმძიმეებისთვის ძალიან საშიშია (შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიები, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის დაღუპვა). ამიტომ ქალბატონებმა ფეხმძიმობის პერიოდში თავი უნდა შეიკავონ ე.წ. ობიანი ყველის, მათ შორის ცისფერი ყველის მოხმარებისგან.

ყველის შენახვა სახლში

ქართული ყველი სახლში ისე უნდა შევინახოთ, რომ მას არ მოეკიდოს ობი ან არ განვითარდეს ლპობის პროცესი. ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს:

თუ შენახვისას ყველის ზედაპირზე ობის თხელი ფენა გაჩნდა, ყველი გარეცხეთ, გააშრეთ, წაუსვით მარილი და შეეცადეთ სწრაფად მოიხმაროთ (ობიან კანს ნუ მიირთმევთ).

არ მოიხმაროთ ყველი, თუკი დაობების ან დალპობის პროცესმა ყველის კანის შიგნით შეაღწია