Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

როდესაც ხარისხიანი პროდუქციის შეძენა გვინდა, ხშირად მსოფლიო ბრენდების საქონელს ვირჩევთ, რომელთაც სანდო მწარმოებლების რეპუტაცია აქვთ. ვყიდულობთ მათ პროდუქციას საქართველოს მაღაზიებში, ან ინტერნეტის მეშვეობით და ვთვლით, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. თუმცა, საქმე უფრო რთულადაა.

აღმოჩნდა, რომ თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილში (კერძოდ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) უფრო დაბალი ხარისხის პროდუქცია იყიდება, ვიდრე სხვა წევრ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქცია ერთი და იმავე ფირმების მიერაა წარმოებული, ერთი და იგივე დასახელება და შეფუთვა აქვს. ეს საკითხი ევროკავშირის მმართველი სტრუქტურების წინაშე წელს განსაკუთრებული სიმწვავით დადგა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, დაუშვებელია თანასწორუფლებიანთა კავშირში მომხმარებელთა მეორეხარისხოვანი კლასის არსებობას შევეგუოთ; ეს კანონდარღვევაა და წევრი ქვეყნების მაკონტროლებელ ორგანოებს მეტი ძალაუფლება უნდა მივანიჭოთ, იმისათვის, რომ ეს უკანონო პრაქტიკა აღმოიფხვრას[1]. ევროკომისიამ სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად. პირველ ყოვლისა კი დეტალური ინსტრუქციები შეიმუშავა წევრი ქვეყნების მაკონტროლებელი ორგანოების მიმართ (პირველ ყოვლისა სურსათის სექტორში), რათა მათ  სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლი გაამკაცრონ და 2 მილიონი ევრო გამოყო დამატებითი კვლევების ჩასატარებლად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შემთხვევების უკეთ გამოსავლენად[2].

თანამედროვე მსოფლიოში ასევე სულ უფრო მეტ სიმწვავეს იძენს ინტერნეტის მეშვეობით ნავაჭრი პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლი. რთულია ასეთი პროდუქტებისა და შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორების გამოვლენა, ასეთ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მათი შემოწმება[3]. ევროკომისიამ წელს ამ საკითხსაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია და წევრი ქვეყნების მთავრობებისათვის დეტალური სახელმძღვანელო დოკუმენტი შეიმუშავა[4].

სხვათა შორის, ევროკომისია მომხმარებლებსაც აძლევს რჩევებს თუ როგორ დაიცვან თავი საფრთხის შემცველი პროდუქციისაგან და მოტყუებისაგან ინტერნეტშესყიდვების დროს, კერძოდ:

სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებთან შედარებით, ქართველი მომხმარებლები კიდევ უფრო დაუცველნი ვართ ზემოაღნიშნული პრობლემების წინაშე. საუკეთესო გამოსავალია საქართველოშიც სრულად და ეფექტიანად ამოქმედდეს პროდუქციის სახელმწიფო კონტროლი, რისგანაც ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ.

 

[1] პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის 2017 წლის მიმართვა ევროკავშირს, ბრიუსელი, 13.09.17, http://europa.eu/rapid/press-release_SPEECH-17-3165_en.htm

[2] სასურსათო პროდუქტების ორმაგი ხარისხი: კომისია ინსტრუქციას აძლევს წევრ ქვეყნებს, რათა უკეთ დაუპირისპირდნენ უსამართლო პრაქტიკას, http://ec.europa.eu/newsroom/just/item-detail.cfm?item_id=604475

[3] კომისიის განცხადება ინტერნეტით გაყიდულ პროდუქტებზე ბაზრის ზედამხედველობის განხორციელების შესახებ, გვ.2, http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52017XC0801(01)&from=EN

[4] იქვე.

[5] https://ec.europa.eu/consumers/consumers_safety/safety_products/rapex/alerts/

[6] https://globalrecalls.oecd.org/front/index.html#/recalls

[7] კომისიის განცხადება ინტერნეტით გაყიდულ პროდუქტებზე ბაზრის ზედამხედველობის განხორციელების შესახებ, გვ.17, http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52017XC0801(01)&from=EN