Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

კოდექს ალიმენტარიუსის საერთაშორისო სტანდარტით მარგარინი არის პროდუქტი, რომელშიც ცხიმის საერთო შემცველობა 80%-ს აღემატება და რომელიც შეიცავს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს.

ევროკავშირის 1308/2013 რეგულაციის მიხედვით მარგარინი არის ცხიმისა და წყლის მყარი, ზელვადი ემულსია, რომელიც დამზადებულია მცენარეული და/ან ცხოველური ცხიმებისაგან. ნორმალურ მარგარინში ცხიმის საერთო შემცველობა 80%-დან 90% უნდა იყოს. არსებობს ნახევარცხიმიანი მარგარინი (Half-fat margarine). ასეთ პროდუქტში ცხიმის შემცველობა 39-41%-ია. ხოლო სამ-მეოთხედცხიმიანმარგარინი (Tree-quarter-fat margarine) ცხიმის შემცველობა 60-62%-ა. ცხიმის ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსახვავებული ოდენობის შემთხვევაში, პროდუქტს ცხიმის სპრედი (Fat spread) ეწოდება.