Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის განსაკუთრებით დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება (ცილების შემცველობა დაახლოებით 16-20%, ცხიმის საშუალო შემცველობაა 2-10%, წყალი 48-85%) და თან თევზის ხორცში შემავალი ცილები ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. შესაბამისად, მაღალია თევზის ცილების ათვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ.

აგრეთვე, მაღალი ბიოლოგიური ღირებულებისაა თევზის ქონიც. იგი წარმოადგენს A, D და K ვიტამინების, აგრეთვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავების უმნიშვნელოვანეს წყაროს, ქოლესტერინის შემცველობა კი მასში შედარებით დაბალია. ამიტომ თევზის ქონი შეუცვლელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის. კვირაში სამჯერ „თევზის“ სადილი ან მხოლოდ 30გ თევზი დღეში 50%-ით ამცირებს ინფარქტის წარმოქმნის რისკს, ხოლო თევზის კვირაში ერთხელ მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების წარმოქმნის შესაძლებლობას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, თევზის ხორცი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით. იგი დიდი ოდენობით შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, ნატრიუმს, მაგნიუმს. მასში უხვადაა აგრეთვე მიკროელემენტებიც: იოდი, კობალტი, მოლიბდენი, მანგანუმი, თუთია, ბრომი, ფტორი და სხვა. აღსანიშნავია, რომ იოდისა და სელენის შემცველობის მიხედვით თევზს არც ერთი საკვები პროდუქტი არ შეედრება. ეს ორი ელემენტი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობისათვის. გარდა ამისა, თევზის მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას, კარგ გუნება-განწყობასა და სიმხნევეს.

ადამიანისათვის თევზის მოხმარების წლიური ფიზიოლოგიური ნორმა დაახლოებით 17 კილოგრამია.