საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, თუ როგორი უნდა იყოს და რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს გასაყიდად გამოტანილი სასურსათო პროდუქტების ეტიკეტი და, ზოგადად, რა როგორ უნდა მოხდეს მომხმარებლის ინფორმირება გასაყიდი სურსათის შესახებ. ამ წესების დარღვევისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისათვის ჯარიმა შეადგენს 200 ლარს, სხვა ბიზნესოპერატორისათვის კი -- 400 ლარს. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით..
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებები.
გარდა ზოგადი მოთხოვნებისა, რომლებიც სავალდებულოა ნებისმიერი ტიპის სურსათისადმი, გარკვეული ტიპის პროდუქტზე (ხორცი, რძის ნაწარმი, წვენები) მოქმედებს დამატებითი მოთხოვნები.