Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

თევზის სასარგებლო თვისებები

გასაყიდი თევზის ტიპები

თევზი ძალზე მალფუჭებადი პროდუქტია. მას ან ცოცხლადვე ყიდიან (წყალში ან წყლიდან ახალამოყვანილს), ან აცივებენ, ან ყინავენ, ან კულინარულად ამუშავებენ (შებოლილი, გამხმარი, დამარილებული, მარინადში მოთავსებული თევზი).

ცოცხალი/ახალი თევზის არჩევა

საეჭვო სიახლის თევზი შესაძლებელია სერიოზული მოწამვლის მიზეზი გახდეს. ამიტომ შეძენამდე თევზი კარგად დაათვალიერეთ. 

ახალი თევზის არჩევისას ძირითადი ყურადღება მიაქციეთ ლაყუჩებს  - ისინი შიგნიდან მკვეთრი წითელი უნდა იყოს. თუ ლაყუჩები (შიგნიდან) მკრთალი, მონაცრისფრო ან მომწვანო-მოყვითალო შეფერილობისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ თევზი ან დიდი ხნის დაჭერილია, ან ცუდ პირობებში ცხოვრობდა (მაგალითად დაშლამულ გუბურაში). ნუ შეიძენთ ასეთ თევზს.

გარდა ამისა, ჯანსაღი ცოცხალი ან ახლად დაჭერილი თევზი ასეთი თვისებებით ხასიათდება:

არ შეიძინოთ ახალი თევზი, თუკი:

გაცივებული თევზის არჩევა

გაცივებული ეწოდება თევზს, რომელიც -1-დან +5 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახება. საუკეთესო შემთხვევაში თევზს დაჭერისთანავე აცივებენ. როგორც წესი, გაცივების წინ თევზს ლაყუჩებს აცლიან და გამოშიგნავენ. გაცივებულ თევზს ფუთავენ ყინულიან ტარაში (ყუთები, კასრები, 98% ტენიანობის პირობებში) და ისე გადაზიდავენ ან ინახავენ. ასეთ პირობებში წვრილი თევზი 3-4 დღე ინახება, მსხვილი გამოუშიგნავი თევზი - 8-9 დღე, გამოშიგნული კი 12 დღემდე ძლებს. თუმცა, მაღაზიის პირობებში გაცივებული თევზის შენახვა მხოლოდ 48 საათის განმავლობაში დაიშვება. შენახვის ტემპერატურა -2დან 0 გრადუსამდე უნდა იყოს.

გაცივებული თევზის არჩევისას მიაქციეთ ყურადღება შემდეგს:


გაყინული თევზის არჩევა

გაყინულად ითვლება თევზი, რომელიც -18 გრადუსამდე ან კიდევ უფრო ღრმად არის გაყინული და ასე ინახება. ზოგჯერ იმისთვის, რომ უკეთ შეინახოს, გაყინვისას თევზებს წყლით ან სპირტიანი წყალხსნარით „მოსარკლავენ“. ამ დროს გაყინულ თევზს გადაეკვრება ყინულის თხელი ფენა, რომელიც მას გაფუჭებისგან და დაზიანებისგან იცავს. ზოგიერთი სახის თევზი, მაგალითად, ორაგული, მხოლოდ მოჭიქული სახით იწარმოება.

გაყინული თევზი იფუთება კასრებში ან ცელოფანგამოკრულ მუყაოს ყუთებში, გადაზიდვა ხდება -18 გრადუსზე, 98% ფარდობითი ტენიანობის პირობებში, სპეციალური მანქანებით, მატარებლით ან ვაგონ-საყინულეებით. ასეთ პირობებში გაყინული თევზი 4-10 თვე ინახება.

გალღობის შემდეგ თევზი ძალზე მალე ფუჭდება. ამიტომ გაყინული თევზი უნდა შეიძინოთ გაყინულ, და არა გამლღვალ მდგომარეობაში. თუმცა, გაყინულ მდგომარეობაში რთულია იმის გარკვევა, თუ რამდენად საღია თევზი.

ერთადერთი, რასაც გაყინული თევზის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, ყინულის ფენის სისქეა თევზის გარშემო. თუ ფენა სქელია, ეს ნიშნავს, რომ თევზი არასათანადო პირობებში ინახებოდა, რის გამოც რამდენჯერმე გალღვა და ხელახლა გაიყინა ანუ დიდია ალბათობა, რომ თევზი გაფუჭებული იყოს. ნუ შეიძენთ ასეთ თევზს!

თუკი აღმოაჩენთ, რომ გამლღვალ თევზს აქვს მჟავე, ლპობის ან სხვა არადამახასიათებელი სუნი (გოგირდწყალბადის, ნავთობპროდუქტების) - ნუ მოამზადებთ კერძს მისგან! გაფუჭებული თევზით მოწამლვა ძალზე საშიშია და შესაძლოა ღვიძლის ან თირკმელების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. შეეცადეთ დააბრუნოთ თევზი იმ მაღაზიაში, სადაც შეიძინეთ, მომავალში მოერიდეთ იმ სავაჭრო პუნქტს და სხვებსაც აცნობეთ, რომ ასევე მოიქცნენ.

 

ამ მასალის გამოყენებისას ვებსაიტის მითითება სავალდებულოა!