Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

ბურღულეულს მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და ადამიანის კვების რაციონში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. 

ბურღულის არჩევა

ბურღულეულის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

ასე რომ, თუ საშუალება გაქვთ, უმჯობესია შეიძინოთ წინასწარ დამუშავებული, მაღალი ხარისხის და, რაც მთავარია, ახალი ბურღულეული.

მაღალი ხარისხის ბურღულეულის შესარჩევად ყურადღება მიაქციეთ მის:

ბუნებრივია, აუცილებლად შეხედეთ პროდუქტის დამზადების ვადას.

ბურღულეულის არჩევისას გირჩევთ, უპირატესობა ჰერმეტულად დაფასოებულ პროდუქტს მიანიჭოთ. როდესაც საწყობებში ან მაღაზიებში ბურღულს არასათანადო პიროებებში ინახავენ, იგი ამძაღებას ან ლპობას იწყებს.

როგორ შევინახოთ ბურღულეული? 

ბურღულის შესანახად შეიძლება გამოვიყენოთ კერამიკული, მინის, პლასტმასის ან ლითონის ჭურჭელი. აუცილებელია შესანახ ჭურჭელს თავსახური კარგად ჰქონდეს დახურული, რათა არ მოხდეს ბურღულეულის დანესტიანება და მასში მწერების გაჩენა. ასევე, ბურღულის შენახვა უნდა მოხდეს გრილ და მშრალ ადგილას.

ბურღულის სახეობების მიხედვით (ოთახის ტემპერატურაზე), შენახვის ვადებიც განსხვავებულია: ხორბლის, მანანის, სიმინდისა და შვრიის ბურღული ინახება 4-10 თვე, წიწიბურა - 20 თვე, ბრინჯი - 16-18 თვე.

თუ ბურღულეულის დიდ მარაგს იკეთებთ, აუცილებელია მისი წელიწადში 3-4-ჯერ შემოწმება. თუ მასში აღმოაჩინეთ მწერები, პროდუქტი საკვებად უვარგისია. სოფლის პირობებში, გაფუჭებული პროდუქტი შეგიძლიათ ფრინველის საკვებად გამოიყენოთ.

ბრინჯის ბურღული

ბაზარზე ბრინჯის ბურღულის რამდენიმე სახეობა გვხვდება. გარდა გრძელი ან მრგვალი თეთრი ბრინჯისა, არსებობს სუფთა (გასუფთავებული, სპეციალურად დამუშავებული ბრინჯი, რომელსაც გარჩევაც კი არ უნდა), ყავისფერი, ოქროსფერი, გაპრიალებული და დამტვრეული ბრინჯი. ყველა მათგანს მაღალი კვებითი და ბიოლოგიური ღირებულება გააჩნია.

ყველაზე სასარგებლო ყავისფერი (მსუბუქად გაპრიალებული) ბრინჯია, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობით, ამიტომ მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ბრინჯის ამ სახეობას მოიხმარენ. საქართველოში მომხმარებელი უფრო შეჩვეულია თეთრი, ანუ გაპრიალებული ბრინჯის გამოყენებას.

ბრინჯის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს. ბრინჯის მარცვალი უნდა იყოს საღი, გამჭვირვალე, ასორტიმენტისათვის დამახასიათებელი ფერის. დიდი რაოდენობით ნამტვრევების ან თეთრი ცარცისმაგვარი მარცვლების არსებობა, ბრინჯის დაბალი ხარისხის მაჩვენებელია. თუმცა, დამტვრეულ ბრინჯსაც, თუ ის ახალი და საღია, მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, მაგრამ დაბალი ხარისხისაა, როგორც პროდუქტი, ვინაიდან დამტვრეულია.

წიწიბურა

ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ვიტამინების, მიკროელემენტებისა და სრულფასოვანი ცილების მაღალი შემცველობის გამო, წიწიბურა ჯანმრთელი კვების შეუცვლელი კომპონენტია.  

წიწიბურასგან მზადდება რამდენიმე სახის ბურღული: მთელმარცვლოვანი, მსხვილად დაღერღილი, წვრილად დაღერღილი, წიწიბურას ფქვილი. ეს ბურღულეული იყიდება როგორც მოუხალავი, ასევე მოხალული.

გაითვალისწინეთ: მოუხალავი (ღია ფერის, მომწვანო-მოყვითალო) წიწიბურა უფრო ახალი და საღია. ღია ყავისფერი წიწიბურა ერთხელ მოხალულია, ხოლო თუ წიწიბურა მუქი ყავისფერია, ეს იმის მანიშნებელია, რომ ბურღული ერთხელ უკვე დაძველდა და სუნის გასაყვანად და გასაახლებლად მოხდა მისი ხელმეორედ ან რამდენჯერმე გადახალვა. ასეთ წიწიბურას დაბალი კვებითი ღირებულება გააჩნია და მისი შენახვის ვადაც ერთხელ უკვე გასულია. თავდაცვის მიზნით, უმჯობესია მოუხალავი, ღია ფერის წიწიბურა შეიძინოთ და თვითონ მოხალოთ, ვინაიდან მოხალული წიწიბურა ბევრად გემრიელია.

კარგად დააკვირდით, თუ წიწიბურას შეფუთვაში მინარევებისა და დამტვრეული მარცვლების შესამჩნევი რაოდენობაა, მაშინ ეს დაბალი ხარისხის პროდუქტია.

შვრიის ბურღული (იგივე ჰერკულესი)

ჰერკულესის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ იგი სასურველია ჰერმეტულად იყოს შეფუთული, ვინაიდან ადვილად ნესტიანდება და მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში მიმდინარე გარდაქმნების შედეგად, თავის სამკურნალო თვისებებს კარგავს. სახლში გახსნილი ჰერკულესიც უმჯობესია შემდგომი შენახვისათვის თავსახურიან ჭურჭელში გადაიტანოთ.

სანამ ჰერკულესის მოხმარებას დაიწყებთ, კოლოფიდან, თეთრ თეფშზე გადმოყარეთ ფანტელების მცირე ნაწილი და ფერს დააკვირდით. ხარისხიანი შვრიის ფანტელების ფერი შეიძლება იცვლებოდეს მონაცრისფრო-ბეჟიდან მოყვითალომდე. აუცილებლად შეამოწმეთ ფანტელების სუნიც. ხარისხიან შვრიის ფანტელებს აქვთ მსუბუქი შვრიის სუნი და, რაც მთავარია, არ უნდა იგრძნობოდეს ობის ან შმორის სუნი.

თუ ხარშვის დროს ფანტელები მარკირებაზე მითითებულ დროში არ მიხარშა, ესე იგი დაბალი ხარისხის პროდუქტი შეგიძენიათ. მოხარშვის დრო მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს სორტს - ორივე შეფუთვაზე უნდა იყოს მითითებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოუხარშავ ჰერკულესს შესაძლოა (მაგრამ არა აუცილებელი და სასურველი) ოდნავ მომწარო გემო ჰქონდეს. თუმცა, ეს სიმწარე მოხარშვის შემდეგ აღარ უნდა იგრძნობოდეს. არასასიამოვნო გემო შესაძლებელია გაჩნდეს მარცვლის არასწორი დამუშავების ან პროდუქტის არასწორი შენახვის შედეგად.

მანანის ბურღული

მანანის ბურღული წმინდად დაღერღილი ხორბალია. მისი პოპულარობა მაღალი საგემოვნო თვისებებით, ყუათიანობითა და შეთვისების უნარიანობით, აგრეთვე სწრაფი მომზადებით არის განპირობებული.

მანანი დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა ბავშთა და დიეტური კვების ძირითადი პროდუქტების სიაში, მაგრამ ამჟამად ამ პროდუქტის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს დიეტოლოგთა უმრავლესობა კრძალავს მის მოხმარებას ერთ წლამდე ბავშვებისათვის, და ზღუდავს - სამ წლამდე ბავშვებისთვის (ხორბალში არსებული ცილა - გლუტენი, ხელს უშლის ნაწლავებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას და, ამასთან ერთად, საკმაოდ ძლიერი ალერგენია). თუმცა, მანანში დიდი რაოდენობითა ფიტინის (რომელიც ბოჭავს კალციუმს, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამორეცხვას) შემცველობისა და მაღალკალორიულობის გამო, ის საკმაოდ სასარგებლო ბურღულად ითვლება და ამიტომ მანანს მთლიანად ნუ ამოიღებთ თქვენი კვების რაციონიდან, მაგრამ ნურც ყოვლედღიური მენიუს შემადგენელ ნაწილად აქცევთ.

გაითვალისწინეთ, რომ მანანის ბურღულის შესანახად, აუცილებლად, ჰერმეტული ჭურჭელი უნდა გამოიყენოთ და ამ შემთხვევაში შენახვის ვადა მაქსიმუმ 12-14 თვეა. უფრო ხანგრძლივი შენახვის დროს მანანში წარმოიქმნება კოშტები და იგი არასასიამოვნო გემოს იძენს.

ვინაიდან ბურღულებიდან მანანში ყველაზე ხშირად ჩნდება ჩრჩილი, ამიტომ ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ გამოშვების ვადას. თუ შეფუთვა გამჭვირვალეა აუცილებლად შეარხიეთ პაკეტი და დააკვირდით, ხომ არ არის მასში მწერები.