Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

სარჩელი სასამართლოში

სასამართლოში წარდგენილ პრეტენზიას „სარჩელი“ ეწოდება.

როგორც წესი, სარჩელის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ უშუალო დაზარალებულს. გარდა ამისა, სარჩელის სასამართლოში შესატანად აუცილებელია ბაჟის გადახდა, რომელიც მინიმუმ 50 ლარია

უბრალო საჩივრისგან განსხვავებით, სარჩელში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი არა მარტო ის, თუ რა მოხდა და რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს, არამედ საფუძვლიანად უნდა იყოს განხილული კანონის ის დებულებები, რომელთა საფუძველზე არსებობდა ის უფლება, რომელიც დაირღვა და რომელთა საფუძველზე ახლა მოსარჩელეს შეუძლია კომპენსაციის ან უფლების აღდგენის მოთხოვნა

ასე რომ, სარჩელის მომზადება გამოცდილი ადვოკატის გარეშე საკმაოდ რთულია. საწყისი იურიდიული კონსულტაცია ადვოკატებთან (ანუ იმის გაგება, ღირს თუ არა სასამართლოს მიმართოთ, რა შანსები გაქვთ მოგების), როგორც წესი, უფასოა. გარდა ამისა, ზოგ ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც ისინი მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ. 

თუკი თვლით, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაირღვა, იურიდიული კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ამ ვებსაიტის, ჩვენი ფეისბუქის გვერდისა, ან ტელეფონის  მეშვეობით ნომრებზე: 2399018 ან 2194242.