სანიტარული ნორმები: განმარტება
სანიტარული ნორმები და წესები წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სამინისტრო ადგენს. ამ აქტებით დგინდება საკვებდანამატების ან დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრული ოდენობა სასურსათო პროდუქტებში, სურსათის მომზადებისა და შენახვის წესები და სხვა წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.