საერთაშორისოდ აღიარებულია მომხმარებლის შემდეგი ძირითადი უფლებები:
-
საქონლის უსაფრთხოების/უვნებლობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს უფლება აქვს მოელოდეს, რომ გასაყიდად გამოტანილი საქონელი მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უსაფრთხოა;
-
ეკონომიკური ინტერესების დაცვის უფლება. ანუ მომხმარებელს აქვს უფლება არ იყოს მოტყუებული. გამყიდველმა, რეკლამამ, ვიტრინის გაფორმებამ მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. გარდა ამისა:
-
ინფორმაციის მიღების უფლება. მომხმარებელს უფლება აქვს საქონლის შერჩევისას მიიღოს მთელი საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ გააზრებული (ინფორმირებული) გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. ამ ინფორმაციაში შედის საქონლის თვისებები, საგარანტიო ვადა, მომსახურების სრული აღწერა და ღირებულება და სხვა;
-
ნაკლის გამოსწორების უფლება. თუ საქონელი არ აღმოჩნდა იმ თვისების, რასაც მომხმარებელს შეჰპირდნენ, მას აქვს უფლება მოითხოვოს მისი გამოცვლა ან დაბრუნება.
-
ზიანის ანაზღაურების უფლება. თუ საქონლის ან მომსახურების რაიმე თვისების გამო მომხმარებელი დაზარალდა, დაზიანდა, მოტყუვდა, მას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა და მიღების უფლება აქვს.
-
მომხმარებლის დამატებითი უფლებებია:
-
სამომხმარებლო განათლების უფლება;
-
სამომხმარებლო გაერთიენებების/ორგანიზაციების შექმნის უფლება.
-
მომხმარებლების დაცვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში მონაწილეობის უფლება.