Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

თანამედროვე  რეალობაში  დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ონლაინ ვაჭრობაში.  არსებობს უამრავი საიტი, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ ონლაინ შეიძინონ სხვადასხვა ნივთი თუ  მომსახურება. სამწუხაროდ, ტექნიკური ხარვეზისა თუ „თაღლითობის“ გამო, მომხმარებელი ხშირად დაბალ ხარისხს იღებს, ან საერთოდ ვერ იღებს სასურველ ნივთსა, თუ მომსახურებას. საკითხი ძალიან ფართოა, თუმცა ამ სტატიაში  გვსურს ვისაუბროთ კონკრეტულად  ბილეთის ონლაინ შეძენისას   არსებულ რისკებსა და  პრობლემის გადაჭრის სამართლებრივ გზებზე.

ღონისძიებაზე ბილეთების ონლაინ შეძენისას, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ადგილზე მისვლისას აღმოაჩენს, რომ ბილეთზე მითითებული ადგილის ან/და  რიგის ნომერი ფიზიკურად საერთოდ არ არსებობს.

პირველ რიგში, გირჩევთ, ბილეთის შეძენამდე კარგად დააკვირდეთ ვებსაიტს, რომელიმე კუთხეში შესაძლებელია შედარებით წვრილი შრიფტით მითითებული იყოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: ვებსაიტი ან კომპანია  პასუხიმგებლობას არ იღებს ბილეთში მითითებული დეტალების სიზუსტესთან დაკავშირებით. ასეთი განაცხადის არსებობის შემთხვევაში, თქვენ, თქვენს თავზე იღებთ რისკებს ხარვეზებთან დაკავშირებით.

ჩვეულებრივ კი, ბილეთის შეძენით,  თქვენ  იძენთ  ღონისძიებაზე დასწრებისა და განსაზღვრული ადგილით სარგებლობის უფლებას, რაც თავისთავად ავალდებულებს მეორე მხარეს,  თქვენი, ამ უფლებების უზრუნველყოფისთვის მიიღოს ყველა საჭირო  ზომა.   

ბილეთზე მითითებული რიგის ან/და ადგილის ფიზიკურად არარსებობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობების დარღვევას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“ (მ. 361, პ. 2).

აქვე, გასათვალისწინებელია მომხმარებელი ღონისძიების უშუალო ორგანიზატორის საიტზე ყიდულობს  ბილეთებს (მაგ. ოპერის, თეატრის ვებსაიტზე), თუ გადამყიდველი ოპერატორების (tkt.ge, biletebi.ge ან სხვა) საიტებზე.  ამ უკანასკნელის შეცდომის ან ხარვეზის გამო, ღონისძიებაზე ვერ დასწრების ან ბილეთზე მითითებულ ადგილზე ვერ განთავსების შემთხვევაში, ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი ბილეთის შემძენის მიმართ.

 ბოლოს კი, თქვენი უფლებების ზემოთ ნახსენები სახით  დარღვევის შემთხვევაში  გირჩევთ: